თეგი: „პრაიდ ფესტივალი“

"პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეთა მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა

"ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, ანტილგბტ აქციის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც ფესტივალი ტარდება. კორდონის გარღვევის მცდელობები ამ დრომდე გრძელდება. რადიო თავისუფლების ცნობით, ისინი ცდილობენ, შემოვლითი გზით, მინდვრების გავლითაც შეაღწიონ ტერიტორიაზე. ისმის შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“. ანტილგბტ აქციის მონაწილეები მიმართავენ პოლიციას, რომ მისცენ ტერიტორიაზე შესვლის უფლება. მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ 8 ივლისს დილიდან შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა, ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს და ლისის ტბამდე ავიდნენ. ანტილგბტ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორებს მისი ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ. პრაიდ ფესტივალის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ჯაყელი ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მათ "ლისი ვანდერლენდიდან" „ევაკუაცია უწევთ“. ფესტივალის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც დღეს, 8 ივლისს, "პრაიდის კვირეულის" დასკვნით ღონისძიებაზე მისვლას აპირებდა, აღარ მივიდეს იქ. „მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ!“, - წერს მარიამ კვარაცხელია, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. „ყველა მხრიდან შემოგვივარდნენ და ახლა ყველა „მარშრუტკით“ გადავყავართ“, - ამბობენ ფესტივალის მონაწილეები. მათი თქმით, ისინი ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც "ინტერპრესნიუსი ავრცელებს, "პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.  აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, სპეცრაზმის ჯგუფმა, ლისის ტბის შიდა ტერიტორიაზე ახალი კორდონი გააკეთა.  

შალვა პაპუაშვილი: ის რომ, აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეების აგრესიის შედეგად, პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა. შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა. „ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა, ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ არავინ დაზარალებულია, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, ვინმე დაკავებული არის თუ არა, მაგრამ როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყო. ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. მე ვიცი, რომ პოლიცია წინასწარ ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.  

ვოლსკი: ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას

„პრაიდის კვირეული“, სხვადასხვა ღონისძიება, კონტრაქცია, მასშტაბური და ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა, მაგრამ დღეს საქართველოში შექმნილია სხვა რეალობა, როდესაც ძალადობამ შეიძლება, ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთი, სადაც ამ ნიადაგზე ასევე ხდება დაპირისპირებები, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, - ამით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. ვოლსკი აღნიშნავს, რომ იდეა არ შეიძლება, ძალადობით დამკვიდრდეს, ვინაიდან წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება. „ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და, რასაკვირველია, ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს. თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს - ესაა რწმენა, დამოკიდებულება. რასაკვირველია უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით. იდეის დამკვიდრება არ შეიძლება, მოხდეს ძალადობით, ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი, ნამდვილად შეუძლია, ვინაიდან არის მოცემულობა, როდესაც წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება“, - აცხადებს ვოლსკი, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.  

გერმანიის ელჩი: სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა კანონი

საქართველოში გერმანიის ელჩია, პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა. „სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი Twitter-ზე. „მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ „პრაიდ ფესტივალი“, უსაფრთხოების რისკების გამო დღეს ვერ გაგრძელდა, მიუხედავად წინასწარ მოწოდებული უსაფრთხოების გარანტიებისა", - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მააიკე ვან კოლდამიც. ელჩის თქმით, ძალადობის ყველა ორგანიზატორი დღეს და წარსულშიც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. „სიყვარული არ შეიძლება, დამარცხდეს“, - წერს მააიკე ვან კოლდამი. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება

საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მოუწოდა, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. „დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას“, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, „საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან. „ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირპისრების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ „მესიჯბოქსებით,“ რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი: დღეს დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

პრეზიდენტი: დღეს დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს კონსტიტუციის ორი მუხლი დაირღვა - აზრის გამოხატვის უფლება, შეკრების უფლება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, წინსწარ შეთანხმებული ღონისძება ჩაეტარებინათ, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის უფლება ჰქონდათ გაცემული. „დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას“, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, „საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირპისრების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ „მესიჯბოქსებით,“ რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

სახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს, ყველა კანონდარღვევაზე დროული და სათანადო რეაგირება მოახდინოს

საქართველოს სახალხო დამცველი „პრაიდ ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა კანონდარღვევაზე დროული და სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს. „როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის. ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას - დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

ჩეხეთის ელჩი: შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით მომხდარზე აცხადებს, რომ ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ. „შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, - წერს ჩეხეთის ელჩი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

ამერიკის საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია

ამერიკის საელჩო „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით მომხდარზე აცხადებს, რომ „უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა“. საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.  დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად, არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.“, - წერს საელჩო Facebook-ზე. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს

ევროკავშირის წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალზე“: გულდასაწყვეტია, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი

ევროკავშირის წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის გამო წუხილს გამოთქვამს. „ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს დღეს TbilisiPride ფესტივალის გაუქმებასთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ,“ - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. 🇪🇺 Delegation regrets cancellation of @TbilisiPride Festival today. Disappointing to see that security and freedom of assembly could not be ensured. Those calling for violence and perpetrating violence must be brought to justice. pic.twitter.com/aMMs4ZQTEL — EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) July 8, 2023 ამასთან, გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს თბილისი პრაიდის დღევანდელ ღონისძიებაზედა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი. UN condemns violence & attacks on #TbilisiPride. We call on 🇬🇪authorities to denounce this disturbing incident, to hold those responsible accountable & to take decisive steps to improve protection of the rights to peaceful assembly & expression for all, including LGBTQI+ persons. pic.twitter.com/hYQqVchXwN — UN in Georgia (@ungeorgia) July 8, 2023 „ასევე, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის,“ - აცხადებს გაეროს წარმომადგენლობა (UNDP). 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

არასამთავრობო ორგანიზაციები: დღეს განვითარებული მოვლენები 2021 წლის 5 ივლისის გაგრძელებაა

საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს სიძულვილის ჯგუფების მიმართ შემწყნარებელ პოლიტიკას, - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაციების განცხადებით, შსს ნაცვლად კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებისა, უზრუნველყოს პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, უფლებას აძლევს მათ, ხელი შეუშალონ სხვა ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაუბრკოლებლად გაავრცელონ ძალადობისკენ მოწოდებები და განახორციელონ ამგვარი ქმედებები. „ლგბტ+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ 2 ივნისს განაცხადა, რომ უერთდებიან „ღირსებისა და სიამაყის თვეს“ და 1-8 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართებოდა, რომელიც დახურული ღონისძიებებისგან შედგებოდა. 8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023 უნდა გამართულიყო. 8 ივლისამდე დღეებით ადრე სიძულვილის ჯგუფები საჯაროდ ავრცელებდნენ სხვადასხვა განცხადებას, რომლებიც, თავისი შინაარსით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცხადად შეცნობადს ხდიდა მათგან მომდინარე ძალადობის რეალურ რისკს. გარდა ამისა, ონლაინ გავრცელდა უამრავი ერთგვაროვანი ვიდეო, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს გამოსულიყვნენ 8 ივლისს Tbilisi Pride Fest 2023-ის წინააღმდეგ. აღნიშნული კამპანიის სათავეში კი ის პირები იდგნენ, ვინც, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან და რომლებთან დაკავშირებითაც არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოს პროკურატურას, არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, მიუხედავად მათ წინააღმდეგ არსებული უამრავი მტკიცებულებისა. 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ 8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებოდნენ ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავდნენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მიუხედავად იმისა, რომ შსს კარგად იყო ინფორმირებული და იცოდა სიძულვილის ჯგუფების მიზანი, დაერბიათ, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით “თბილისი პრაიდის” ღონისძიება (იხ. მაგალითად, ზურაბ მახარაძის გამოსვლა), ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეკრებილი კონტრაქციის წარმომადგენლები შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ მანამდე არანაირი ჯეროვანი დაბრკოლება სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ არ დახვედრიათ. ხოლო, ლისის ტბის მიმდებარედ, სიძულვილის ჯგუფებმა თავისუფლად შეძლეს პოლიციის კორდონის გარღვევა და გადაინაცვლეს ლისის მთავარი შესასვლელისკენ. კადრების ანალიზი აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგია ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე რისკებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ/არ უწევდა. დაახლოებით 14:55 საათისთვის, პოლიციის კორდონი სრულად გარღვეული იყო. კადრებში, ასევე, ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. დაახლოებით 15:10 საათისთვის, აქციის მონაწილეებმა სრულად დაიკავეს ფესტივალის ადგილი. სიძულვილის ჯგუფების წევრები შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში, დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, „პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაამტვრიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავები სოლიდარობას უცხადებდნენ ჩაგრულ ჯგუფებს, უზრუნველყოფდნენ მათი უფლებების დაცვის გარანტიებს, კადრებში ჩანს, 15:17 საათზე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე და ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი ვატო შაქარიშვილი როგორ შეჰყავს პოლიციას იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, იმის საჩვენებლად, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ნამდვილად დატოვეს ტერიტორია. მიგვაჩნია, რომ დღეს განვითარებული მოვლენები გაგრძელებაა 2021 წლის 5 ივლისის, რომლის გამოძიებაშიც საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული ძალადობის ორგანიზატორებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ადამიანები სიძულვილის ჯგუფებისგან. ასევე, ამ დრომდე უცნობია, დაწყებულია თუ არა გამოძიება ტვ „პირველის“ ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო. სახელმწიფო, ნაცვლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებელი სარგებლობისთვის გარანტიების შექმნისა, კვლავ ძალადობრივი ჯგუფების დომინირებას უწყობს ხელს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად: ჰქონდეთ დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე, ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების და შემდგომი ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად გამოკვეთონ ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა; დაიცვან ლგბტ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის, მათი უფლება სურვილის შემთხვევაში ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე მათთვის სასურველ ლოკაციაზე ჩაატარონ ღონისძიება; -დაიცვან მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზება, აგრეთვე, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიმართ დანაშაულის დროული, ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მწვანე ალტერნატივა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სასამართლოს გუშაგი უფლებები საქართველო პლატფორმა “სალამი” საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)  

გაერო გმობს „ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „პასუხი აგებინოს დამნაშავეებს“

გაერო გმობს „ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“ დღევანდელ ღონისძიებაზე„ და „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს „შემაშფოთებელი ინციდენტი.“ „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის.“ 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: ვგმობთ ძალადობას, რომელმაც ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია. „ევროპის საბჭო და მე ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და რომელმაც ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში საკვანძო საკითხია“, - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი Twitter-ზე. I @coe condemn the violence that preceded & prevented @TbilisiPride. Freedom of expression & assembly are key in a democratic society @CoESpokesperson — Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) July 8, 2023 ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერსა და მთავრობის წევრებს - დუნია მიატოვიჩი 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს

„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დღეს, ორი პირი დააკავეს

„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დღეს, ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას უკავშირდება. 8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ.  

რობერტა მეცოლამ თბილისში „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლა დაგმო

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაგმო „პრაიდ ფესტივალის„ „ძალადობრივი ჩაშლა“, რომელიც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში, 8 ივლისს უნდა გამართულიყო. „გასულ შაბათს საქართველოში ჩვენ ვნახეთ „თბილისი პრაიდის” ძალადობრივად ჩაშლა. ამ დებატებში ანტი-ლგბტქი რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის. „ლგბტქ+ თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. აქედან მინდა გამოვხატო სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ მიმართ“, - განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნაზე. „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დღეს, ორი პირი დააკავეს  

ელჩი დეგნანი „პრაიდ ფესტივალზე“: დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ, ჩვენ ეს ვერ ვნახეთ

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „მინდა, დავიწყო კომენტარით შაბათს ლისის ტბასთან განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია. ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ეს ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს. მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას.  

თეიმურაზ კუპატაძის თქმით, 8 ივლისის ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა და ეს იყო მთავარი მიზანი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ 8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით უშუალო და მთავარი მიზანი დაიცვეს. კუპატაძის თქმით, ამ დღეს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3000-მდე პოლიციელი მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. „მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენელი. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე. ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც პრაიდის ღონისძიება ტარდებოდა. ვინაიდან სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი უშუალო მოვალეობაა, მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია. გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყვნენ. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო და მთავარი მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ არ დაზიანებულა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. ძალადობრივმა ჯგუფებმა ცისარტყელას დროშა დახიეს დ ინვენტარი დაარბიეს. ფესტივალი ჩაიშალა. ელჩი დეგნანი „პრაიდ ფესტივალზე“: დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ, ჩვენ ეს ვერ ვნახეთ მომხდარი დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.  

ელჩი დეგნანი „პრაიდ ფესტივალზე“: ექსტრემისტებს ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ექსტრემისტებს ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.“ ელჩის შეფასებით, „ეს ექსტრემისტები,“ რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს.“ „მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ელჩის განცხადებით, „ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.“ „ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ.,“ - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.